როგორ ულოცავენ ევროპული კლუბები საქართველოს ნაკრებს 1/8 ფინალში გასვლას » სპორტის ხაზი

როგორ ულოცავენ ევროპული კლუბები საქართველოს ნაკრებს 1/8 ფინალში გასვლას

როგორ ულოცავენ ევროპული კლუბები საქართველოს ნაკრებს 1/8 ფინალში გასვლას
29-06-2024, 22:16
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ევროპული კლუბები, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები მონაწილეობენ, ჯვაროსნებს 1/8 ფინალში გასვლას ულოცავენ.

"ვალენსიას" ოფიციალურმა ვებ გვერდმა მამარდაშვილს პოსტი მიუძღვნა: " წარმოუდგენელი პერფორმანსი და ისტორიული გამარჯვება! გილოცავთ გიორგი და საქართველო! დამსახურებული გამარჯვება!"

როგორ ულოცავენ ევროპული კლუბები საქართველოს ნაკრებს 1/8 ფინალში გასვლას



"აპოელმა" ლაშა დვალსა და ბელეკს მიულოცა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დაძლევა - "ვულოცავთ ლაშა დვალს ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლას".

"კრემონეზემ" გიორგი ლოჩოშვილს მიულოცა, როგორც ქართულ, ასევე იტალიურ ენაზე.

"კრაკოვიას" - "ქართველი ჯადოქრები! პორტუგალიასთან 2:0 მოგებულ მატჩში ოთარ კაკაბაძემ 90 წუთი ითამაშა და ქართველებთან ერთად ევრო 2024-ის 1/8 ფინალში გავიდა."



"უიტფორდი" ჩაკვეტაძეს ულოცავს - "საოცარი პერფორმანსი! გილოცავთ გიორგი და საქართველო შემდეგ ეტაპზე გასვლას!"



შტურმი - "ოთარ კიტეიშვილმა და საქართველომ პორტუგალია დაამარცხეს და პლეიოფში გავიდნენ!"



"ლევანტესაც" არ გამორჩენია ევროპაზე მათი წარმომადგენელი გიორგი ქოჩორაშვილი. კლუბმა ფეხბურთელს როგორც ქართულად, ასევე ესპანირადაც მიულოცა.



"ჩვენმა კვარამ დიდებული გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველად საქართველო პლეიოფში გავიდა! გილოცავთ" - ასე ულოცავს "ნაპოლი" საქართველოს და კვარაცხელიას.



და, რა თქმა უნდა, "მეცი" - "3 მატჩი, 3 გოლი, 1 ასისტი — გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის ბომბარდირია, ხოლო საქართველო 1/8 ფინალისტი! მიულოცეთ ჩვენს ბომბარდირს"





კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი