ჩეხეთზე ზუსტად გაარტყა - სუპერკომპიუტერის ვარაუდი პორტუგალიასთან თამაშზე » სპორტის ხაზი

ჩეხეთზე ზუსტად გაარტყა - სუპერკომპიუტერის ვარაუდი პორტუგალიასთან თამაშზე

ჩეხეთზე ზუსტად გაარტყა - სუპერკომპიუტერის ვარაუდი პორტუგალიასთან თამაშზე
24-06-2024, 10:21
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ის ორი წრის შემდეგ ჯგუფში 1 ქულა აქვს და პლეიოფში გასვლის შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

კლასიკურ შემთხვევაში ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს უძლიერესი პორტუგალიის დამარცხება მოუწევს, რომელსაც პლეიოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს და ისეთივე მოტივაციით არ ითამაშებს, როგორითაც განაღდებამდე თამაშობდა.

26 ივნისის შეხვედრასთან დაკავშირებით The Sydney Morning Herald-მა სუპერკომპიუტერის ვარაუდი გამოაქვეყნა, რომელიც ფიქრობს, რომ ამ შეხვედრას მაინც პორტუგალიელები მოიგებენ.

სხვათა შორის, Givemesport-მა აღნიშნული დაპირისპირების ზუსტი ანგარიშის გამოცნობაც კი სცადა, - 1:4. მათი აზრით, საქართველო ძლიერი მეტოქის კარის აღებას შეძლებს, თუმცა თავად 4-ჯერ მეტს გაუშვებს.

იმედი დავიტოვოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ამჯერად ცდება და საქართველო პორტუგალიასთან ისტორიული 3 ქულის აღებას შეძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი