ესპანელი ჟურნალისტი: "თოფურიასთან ერთადაც ვერ მოგვიგებენ" » სპორტის ხაზი

ესპანელი ჟურნალისტი: "თოფურიასთან ერთადაც ვერ მოგვიგებენ"

ესპანელი ჟურნალისტი: "თოფურიასთან ერთადაც ვერ მოგვიგებენ"
28-06-2024, 00:13
Aa Aa
გაზიარება:

ესპანელმა სპეციალისტმა რაულ ვარელამ თავისი მშობლიური ქვეყნისა და საქართველოს მომდევნო დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც 30 ივნისს, ევრო 2024-ის 1/8 ფინალში გაიმართება.

"თოფურიაც რომ დაემატოთ, შანსი არ აქვთ. მოდით სერიოზულები ვიყოთ. მართალია, ფეხბურთში, როდესაც 11-11-ზე თამაშობ ხშირად შანსები თანაბარია, რადგან მადრიდი, რომელიც ყველაზე მეტს იგებს, დამარცხდა კოპა დელ რეიში.

"საქართველოს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მათ მეტოქედ არ ვთვლი. როგორც არ უნდა გაიბრწყინოს "ვალენსიას" კარის დარაჯმა ან "ლევანტეს" ნახევარმცველმა, ან თუნდაც მათმა ანარქიულმა ფორვარდმა, რომელიც 2 სეზონის წინ "ნაპოლის" მთავარი ფეხბურთელი იყო, ვერაფერს გახდებიან.

"რიცხვები არ იტყუება, არასრული ერთი წლის წინ მათ ორ მატჩში 10 გოლი გავუტანეთ. 7 თბილისში, სამი კი ესპანეთში. თანაც ეს იმის ფონზე, რომ გავი, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა.

"რაც გინდა თქვით, თუ გინდათ ივარაუდეთ, რომ 10 მატჩში ერთხელ შეიძლება ჩვენი მოგება მოახერხონ და ეს იმ მე-10 მატჩია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება მე იმაში, რომ მომდევნო ეტაპზე გასულები ვართ".

- აცხადებს ესპანელი ჟურნალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი