ცნობილია - ნაპოლის რამდენ მილიონიან ხელფასზე განაცხადა კვარამ უარი » სპორტის ხაზი

ცნობილია - ნაპოლის რამდენ მილიონიან ხელფასზე განაცხადა კვარამ უარი

ცნობილია - ნაპოლის რამდენ მილიონიან ხელფასზე განაცხადა კვარამ უარი
29-06-2024, 19:12
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ "ნაპოლის" წარმომადგენლები გერმანიაში ჩაფრინდნენ, რათა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტი შეეთავაზებინათ.

ქართველმა ფეხბურთელმა მოისმინა, რომ იგი კონტეს პროექტში მთავარი ფიგურაა და მისი შენარჩუნება იტალიელებს ძალიან სურთ.

ნეაპოლელებმა ხვიჩას წელიწადში 5 მლნ-იანი ხელფასი შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული.

შესაბამისად, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ გაგრძელდება.

ცნობისთვის, "პსჟ" ხვიჩას ხელფასის სახით 11 მლნ ევროს ჰპირდება, რაც "ნაპოლიში" ყველაზე მაღალი ხელფასია და ვიქტორ ოსიმენს აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი