ოფიციალური შემოთავაზება პრემიერ ლიგიდან - მიქაუტაძე ინგლისში სურთ » სპორტის ხაზი

ოფიციალური შემოთავაზება პრემიერ ლიგიდან - მიქაუტაძე ინგლისში სურთ

ოფიციალური შემოთავაზება პრემიერ ლიგიდან - მიქაუტაძე ინგლისში სურთ
29-06-2024, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ექცევა.

საფრანგეთიდან მისი გადაბირება "ლიონს" და "მონაკოს" სურთ, მაგრამ მხოლოდ ამ ქვეყნიდან როდი სურთ მისი გაფორმება.

მისი მსურველები ინგლისის პრემიერ ლიგიდანაც გამოჩნდნენ. კონკრეტულად "ვესტ ჰემმა" "მეცს" ოფიციალური წინადადებით მიმართა.

ფაბრიციო რომანომ გუშინ აღნიშნა, რომ "მონაკო" და გიორგი უკვე სიტყვიერად შეთანხმდნენ კიდეც, მაგრამ "ლიონსა" და "ვესტ ჰემს" მიქაუტაძისთვის უფრო სარფიანი წინადადებები აქვთ.

ეს წინადადება არა მარტო გიორგისთვის, არამედ გუნდისთვისაც სარფიანი იქნება, რადგან "მეცი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მლნ ევროს ითხოვენ, ინგლისელები კი ბევრად მეტის გადახდაზეც არ ამბობენ უარს, ასე რომ ისინი მის გადასაბირებლად ყველაფერს იზამენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი