"მოძმე ერია, მალულად საშიშები" - რას წერენ ესპანელები საქართველოსთან გადაკვეთაზე » სპორტის ხაზი

"მოძმე ერია, მალულად საშიშები" - რას წერენ ესპანელები საქართველოსთან გადაკვეთაზე

"მოძმე ერია, მალულად საშიშები" - რას წერენ ესპანელები საქართველოსთან გადაკვეთაზე
27-06-2024, 19:06
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველო ევრო 2024-ის 1/8-ფინალში ტურნირის ყველაზე გამართულად მოთამაშე ესპანეთს შეხვდება, რომელთანაც ეროვნულ გუნდს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს!

30 ივნისს ჩანიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარს ესპანელი გულშემატკივრები თავიანთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე აკეთებენ და მათი უმრავლესობა საქართველოს პატივისცემით ეპყრობა:

მოდით, დავეშვათ ძირს, რადგან საქართველომ აჩვენა, რომ დიდი წინააღმდეგომის გაწევა შეუძლია.

ჩვენს მოძმე ერს ძლიერი გუნდი ჰყავს და მათი დამარცხება იოლი არცერთ შემთხვევაში არ იქნება.

საქართველოს სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. გაგვიჭირდება მათი დამარცხება.

ეს კლდოვანი ქვეყანაა, კარგად იკეტება და კონტრშეტევაზეც გადასვლა კარგად შეუძლია.

არ არსებობს გუნდი, რომელსაც მეორე გუნდთან შანსი არასდროს ექნებოდა! პატივისცემა საქართველოს, საშიში მეტოქეა.

ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ეს ფინალი იყოს. მორჩა, იოლი შეხვედრა აღარ არსებობს.

გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყავით საქართველოსთან, ის ყველაზე მალული და საშიში მეტოქეა!

- წერენ ესპანელი გულშემატკივრები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი