რამდენი პოზიციით დაწინაურდება საქართველო რეიტინგში თუ ესპანეთს მოუგებს » სპორტის ხაზი

რამდენი პოზიციით დაწინაურდება საქართველო რეიტინგში თუ ესპანეთს მოუგებს

რამდენი პოზიციით დაწინაურდება საქართველო რეიტინგში თუ ესპანეთს მოუგებს
29-06-2024, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ უფრო დიდი სირთულეები წინაა.

ბოლო დაპირისპირება ჯვაროსნებმა FIFA-ს მსფოლიო რეიტინგში მე-6 ადგილოსან პორტუგალიას მოუგეს. ამის გამო ქართველები 73-დან 69-ე ადგილზე გადავიდნენ.

პორტუგალიამ კი მე-7 ადგილოსან ესპანეთს ადგილი გაუცვალა. ასე და ამგვარად, ჩვენი მომდევნო მეტოქე კვლავ მსოფლიოს მე-6 საუკეთესო ნაკრებია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც ერთი გუნდი ქულებს არ დაიკლებს, თუ შეხვედრა წააგეს, მაგრამ მომატება სტანდარტულად მოხდება.

მეტიც, თუ საქართველოს ნაკრები ფრეს ითამაშებს და შემდეგ დამატებით დაიმში ან პენალტებში დამარცხდება, მაინც 10.91 სარეიტინგო ქულა მოემატება და 1384.29 ქულით 64-ე ადგილზე გადაინაცვლებს, ალბანეთის ნაკრების წინ, რომლებსაც 1382.55 ქულა აქვთ და ტურნირს გამოეთიშნენ.

ფრით მოგების შემთხვევაში ჩვენს ნაკრებს 19.66 ქულა მოემატება, მაგრამ მაინც იმდენივე პოზიციით წაიწევს წინ, რამდენითაც ფრის შემდეგ წაგების შემთხვევაში, თუმცა ფინეთის ნაკრებთან სხვაობა 0.36 ქულა ექნება.

მატჩის ძირითად დროში მოგების შემთხვევაში ჯვაროსნების სარეიტინგო ქულა 28.41-ით გაიზრდება და 1401,79 ქულით 61-ე ადგილზე გადავინაცვლებთ.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი