ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ , Opta-მ მეორე ტურის დასრულების შემდეგ, სუპერკომპიუტერის საშუალებით პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლ ნაკრებებზე და მის შანსებზე დაწერა. ყველაზე დიდი ყურადღება ქართველი გულშემატკივრებისთვის, რა თქმა უნდა, F ჯგუფმა მიიქცია.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი 11.89 პროცენტია. ასეთი დაბალი ციფრი კი ბოლო ტურიდანაა გამოწვეული, სადაც "ჯვაროსნები" პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, რომელმაც თურქეთთან მოგებით ჯგუფში პირველი ადგილით გასვლა გაინაღდა.