ორი ვარიანტი - რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 1/8 ფინალში? » სპორტის ხაზი

ორი ვარიანტი - რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 1/8 ფინალში?

ორი ვარიანტი - რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 1/8 ფინალში?
23-06-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და დასანან ბრძოლაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო - 1:1

პარალელურად პორტუალიის ნაკრებმა თურქეთი 3:0 გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა პირველი ადგილით გაინაღდა. თუმცა, პირველი ადგილის გარდა ჯერ კიდევ უცნობია დარჩენილ სამ ნაკრებს შორის ვინ გავა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში.

საქართველოს ნაკრების გადმოსახედიდან რომ ვისაუბროთ, არსებობს ორი ვარიანტი ამ ჯგუფიდან გასვლის და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების.

პირველი ვარიანტი რა თქმა უნდა პორტუგალიის დამარცხებაა. თუ ჯვაროსნები შეძლებენ და მეტოქეს დაამარცხებენ, ჩვენი ნაკრები 4 ქულით ჯგუფიდან უპრობლემოდ გავა. ამ შემთხევაში თურქეთის შედეგს ჩვენთვის მნიშვნელობა არ ექნება, 4 ქულით, საუკეთესო მესამე ადგილით გავალთ მომდევნო ეტაპზე. ამის გარდა, ნაკრებს კიდევ ერთი ვარიანტი რჩება, სადაც გუნდი მხოლოდ თავის თავზე დამოკიდებული ვერ იქნება - თუ პორტუგალიასთან ვითამაშეთ ფრე და დავაგროვეთ ჯგუფში ორი ქულა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება თურქეთის მოგება ჩეხეთთან, შოტლანდია უნგრეთი დასრულდეს ფრე, ხოლო ხორვატიამ და ალბანეთმა წააგონ ესპანეთთან და იტალიასთან. თუ ეს სცენარი ასე წარიმართა, საუკეთესო ოთხეულში მეოთხე ადგილით 1/8 ფინალის საგზურს მოვიპოვებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი