ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, პაველ ვრბამ თბილისში წაგებული 4:1 გაიხსენა და ჩეხური ფეხბურთი ქართველების პარალელურად ზოგად კონტექსტში მიმოიხილა.
პირველ რიგში, სამწუხაროა, რომ ისეთი ვარსკვლავები აღარ გვყავს, როგორებიც ნედვედი, კოლერი, როსიცკი და დანარჩენები იყვნენ. ჩვენგან განსხვავებით, საქართველოში ამის ფუფუნება აქვთ. ზოგადად, როდესაც ქვეყანას ვარსკვლავები ჰყავს, ისინი შემდეგ თავიანთ ატმოსფეროს ეროვნულ ნაკრებსაც გადასცემენ ხოლმე, რაშიც ჩვენ არ გაგვიმართლა.
- ამბობს პაველ ვრბა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთს ახალი ერთა ლიგის გახსნით შეხვედრაში ვეთამაშეთ და მეტოქეს უდიდესი უპირატესობით ვაჯობეთ, შემდეგ კი ალბანეთში გასვლაზე მორიგი 3 ქულა მოვიპოვეთ.