"ასეთი პატარა ქვეყანა ამხელა წარმატებებით..." - გიორგი ქოჩორაშვილის პასუხი საქართველოზე დასმულ კითხვაზე » სპორტის ხაზი

"ასეთი პატარა ქვეყანა ამხელა წარმატებებით..." - გიორგი ქოჩორაშვილის პასუხი საქართველოზე დასმულ კითხვაზე

"ასეთი პატარა ქვეყანა ამხელა წარმატებებით..." - გიორგი ქოჩორაშვილის პასუხი საქართველოზე დასმულ კითხვაზე
გუშინ, 20:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, ინტერვიუ ჩაწერა ესპანურ მედიასთან, სადაც სხვადასხვა საინტერესო საკითხზე მათ შორის მისი შთაგონების წყაროებზე ისაუბრა ქართველ ხალხზე და მისთვის გამორჩეულ ადამიანებზე.

"საქართველოში დგას ძალიან დიდი ქანდაკება, ქალი ღვინითა და ხმლით.

სიმბოლოა იმისა, რომ თუ მეგობრული განზრახვით გვესტუმრებით, მიგიღებთ კეთილად, ღვინით და გასიამოვნებთ.

ხოლო, ცუდი განზრახვის შემთხვევაში, ჩვენ ხმლით დაგხვდებით.

ძლიერები ვართ, მრავალი ომის მიუხედავად, შევინარჩუნეთ ენა, ტრადიციები, რელიგია და მიწა. ასეთი პატარა ქვეყანა, ასეთი წარმატებებით, ბევრის მთქმელია.

გირჩევთ უყუროთ ფილმს, სადაც საუბარი ილია თოფურიას ცხოვრებაზეა, რადგან იქ ნახავთ რა გამოიარა საქართველომ. ჩვენ ძალიან შრომისმოყვარეები ვართ. თუ რაღაცის გვჯერა, ყველაფერს გავაკეთებთ."


- ამბობს ქოჩორა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი