ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ ლევანტეს თავისი უდიდესი ლეგენდა, ხოსე ლუის მორალესი უბრუნდება. იგი ლევანტედან ამავე გუნდის ლა ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ წავიდა, 2 სეზონის შემდეგ კი კვლავ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მორალესი ლევანტეს ახალ კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ახალი სეზონიდან გიორგი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდება.
რაც შეეხება თავად ქართველ ფეხბურთელს, მის მომავალზე ჯერ არაფერი იწერება. თუ გიორგი ლევანტეში დარჩა, მაშინ მორალესი და ქოჩორა ლევანტეს ლა ლიგაში დაბრუნებისთვის გაერთიანებული ძალებით იბრძოლებენ, რაც კარგი სანახავი იქნება.
ცნობისთვის, ლევანტე ბოლოს 2013-2022 წლებში ასპარეზობდა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში, თავად მორალესი კი ამ კლუბის ღირსებას 2014-2022 წლებში იცავდა.