2 მიზეზი - რის გამო ჩაიშალა მამარდაშვილის ტრანსფერი ბარსელონაში » სპორტის ხაზი

2 მიზეზი - რის გამო ჩაიშალა მამარდაშვილის ტრანსფერი ბარსელონაში

2 მიზეზი - რის გამო ჩაიშალა მამარდაშვილის ტრანსფერი ბარსელონაში
გუშინ, 15:56
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონა მიმდინარე ზაფხულს აქტიურად განიხილავდა გიორგი მამარდაშვილის დამატებას - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ტრანსფერი რამდენიმე მიზეზის გამო არ შედგა - დღეს კი კატალონიური კლუბი გამოუვალ მდგომარეობაშია. მათი მთავარი მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე იუქმებს, რის გამოც კლუბს ახალი მეკარის მოძებნა უწევს.

როგორც დაიწერა, მაშინ ბარსელონამ მამარდაშვილის ტრანსფერზე უარი ფინანსური პრობლემების გამო თქვა და თან, გუნდის მთავარ მეკარეს, ტერ შტეგენს სრულ ნდობას უცხადებდნენ.

ახლა 23 წლის ქართველი მეკარე ლივერპულის საკუთრებაა და 1-წლიანი იჯარის წესით კვლავ ვალენსიაში რჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი