გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" უკვე მიიღო გადაწყვეტილება მარკ ანდრე ტერ-შტეგენის შემცვლელის მოყვანის შესახებ.
კატალონიური პრესის ცნობით, მთავარი კანდიდატები კეილორ ნავასი და ვოიცეხ შესნი არიან.
ნავასი მინიმალურ ან ერთ-წლიან ხელშეკრულებაზეც თანახმა იქნება, რომელიც ამჟამად კოსტა-რიკაში ვარჯიშობს.
ხოლო მეორე ვარიანტი ვოიცეხ შესნია, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაახლოებით ერთი თვის წინ დაასრულა, ახლა კი მზადაა კარიერა "ბარსასთვის" განაახლოს.