"მზად ვარ ომალის ნოემბერში ვეჩხუბო" - მერაბ დვალიშვილის გიჟური იდეა » სპორტის ხაზი

"მზად ვარ ომალის ნოემბერში ვეჩხუბო" - მერაბ დვალიშვილის გიჟური იდეა

"მზად ვარ ომალის ნოემბერში ვეჩხუბო" - მერაბ დვალიშვილის გიჟური იდეა
გუშინ, 15:02
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს 2025 წელს ქამრის დაცვა მოუწევს და უახლოეს პერიოდში მომდევნო მეტოქის ვინაობაც უნდა დასახელდეს.

დვალიშვილთან ბრძოლის ყველაზე კარგი ვარიანტები უმარ ნურმაგომედოვს და ფიგერედოს აქვთ, რომელთაგანაც მერაბის სასურველი მეტოქე ბრაზილიელია, თუმცა ქართველი მანქანა არცერთთან ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებს.

მეტიც, ცოტა ხნის მერაბმა განაცხადა, რომ მზად არის ნოემბრის თვეში შონ ო'მალისთან რემატჩიც გამართოს.

"გავიგე, ო'მალის სჯერა, რომ ბრძოლა თავად მოიგო და რემატჩი სურს. თუ უნდა რემატჩი მიიღებს კიდეც - 16 ნოემბერს Garden-ში ვიბრძოლოთ და შემდეგ იმასთან დავიცავ ქამარს, ვისაც UFC მომცემს. რას ფიქრობ შუგა?", - აცხადებს დვალიშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი