"მე შენ გაგკარი მართლა, შე ნაძირალავ" - ჟურნალისტმა მერაბ დვალიშვილს აგინა » სპორტის ხაზი

"მე შენ გაგკარი მართლა, შე ნაძირალავ" - ჟურნალისტმა მერაბ დვალიშვილს აგინა

"მე შენ გაგკარი მართლა, შე ნაძირალავ" - ჟურნალისტმა მერაბ დვალიშვილს აგინა
დღეს, 11:08
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ჟურნალისტმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ პირდაპირ ეთერში UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პოდკასტში დვალიშვილმა თქვა, რომ სტალინი საქართველოში ბევრს ეზიზღება, რადგან ის საშინელი ადამიანი იყო, ამას კი მჟავანაძემ დიდი აგრესიით უპასუხა.

მერაბ, მე შენ გაგკარი მართლა, შე ნაძირალავ. იმ კაცმა ფაშიზმი დაამარცხა და შენ რომ მანდ ხელს იქნევ, ეგეც ძმაკაცის დამსახურებაა, თორემ შენი მოდგმაც არ იარსებებდა ამ ქვეყანაზე. ეგ დროშა წაიშალე, შენ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენე.

შენ უმცირესობების წარმომადგენელი უფრო ხარ, ვიდრე კაცების. შევარცხვინე ვანი, რომელმაც საპატიო ვანელის წოდება მოგანიჭა. მართლა გაგკარი შენ. შენ ხარ არაკაცი!

- თქვა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილს ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე კრიტიკისთვის ჯერ არ უპასუხია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი