იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში უკვე ხუთი ტური გავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის კი ცხრილის მე-4 ადგილი 10 ქულით უჭირავს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს განვლილ ხუთ ტურში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, რის ხარჯზეც კვარას საშუალო შეფასებაში კონკურენტი არავინ ჰყავს!
ხვიჩა კვარაცხელია - 7.85
ჯოვანი დი ლორენცო - 7.57
ალესანდრო ბონჯორნო - 7.54
ვალენტინ კასტელანოსი - 7.52
მარკუს ტურამი - 7.40