საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის, "უოტფორდმა" ინგლისის ჩემპიონშიპის მორიგი ტურის შეხვედრაში შინ "სანდერლენდი" მიიღო და 2:1 დაამარცხა.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ჩაკვეტაძე, რომელმაც მოედანზე 74 წუთი გაატარა და საფეხბურთო სტატისტიკურ ვებსაიტ Sofascore-სგან 10 ბალიანი სისტემით 7,3 ქულა დაიმსახურა.