პორტუგალიის მწვრთნელი 2 ქართველს ასახელებს, რომლებთანაც ვერაფერს გახდა » სპორტის ხაზი

პორტუგალიის მწვრთნელი 2 ქართველს ასახელებს, რომლებთანაც ვერაფერს გახდა

პორტუგალიის მწვრთნელი 2 ქართველს ასახელებს, რომლებთანაც ვერაფერს გახდა
27-06-2024, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, რობერტო მარტინესმა ის ორი ქართველი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებთანაც მის მოთამაშეებს თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდათ.

როგორც მარტინესი ამბობს, საქართველოდან უმთავრესად ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი იყვნენ გამორჩეულები, მათმა შესანიშნავმა თამაშმა კი საქართველოს ჯგუფიდან გასლვა განაპირობა კიდეც:

თუ საქართველოს თამაშს შევხედავთ, მათგან ორი ფეხბურთელი უნდა გამოვარჩიოთ. პირველი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ლა ლიგაში უკვე სამი სეზონია თამაშობს და ჩვენთანაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, მეორე კი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც დრიბლინგებით ევროპის 5 საუკეთესო მოთამაშეში უნდა მოვიაზროთ.

- თქვა მეტოქის დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გოლი სწორედ პორტუგალიას გაუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი