ამაზე ხელს ყველა მოვაწერდით - რა უზრდის შანსს საქართველოს პორტუგალიასთან » სპორტის ხაზი

ამაზე ხელს ყველა მოვაწერდით - რა უზრდის შანსს საქართველოს პორტუგალიასთან

ამაზე ხელს ყველა მოვაწერდით - რა უზრდის შანსს საქართველოს პორტუგალიასთან
23-06-2024, 00:24
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველომ ევრო 2024-ის მეორე წრის შეხვედრაში ჩეხეთთან ფრედ, 1:1 ითაშა და მოპოვებული ერთი ქულით პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ტურში ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ პორტუგალიას შეხვდება, რომელსაც პლეიოფში გასვლა უკვე განაღდებული აქვს და დიდია შანსი იმისა, რომ რობერტო მარტინესმა ძირითადი თერთმეტეული დაასვენოს და შანსი გამოუცდელ ფეხბურთელებს მისცეს.

იქამდე კი გვინდა, რომ ერთი დეტალის შესახებ გითხრათ, რომელიც პორტუგალიას და ბოლო დიდ სანაკრებო ფორუმს უკავშირდება.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიას მესამე ტურამდე ისევე ჰქონდა 6 ქულა აღებული, როგორც ახლა აქვს, მესამე ტურში კი აუტსაიდერ სამხრეთ კორეასთან თამაში წააგო, რადგან შემადგენლობა შეცვალა და გარკვეული ექსპერიმენტები ჩაატარა. სხვათა შორის, იმ მოგებით კორეელები მეორე ადგილზე გავიდნენ და პლეიოფში კვალიფიცირდნენ, რაც ჩვენს მიზანსაც წარმოადგენს.

ამდენად, არის შანსი, რომ პორტუგალიამ ჩვენთანაც იგივე გააკეთოს, რაც საქართველოს შანსებს გაზრდის კიდეც. ცხადია, ჩვენი ნაკრები მაინც აუტსაიდერი იქნება, მაგრამ ეს ისტორიული დეტალი ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედებს.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
გუსანი

რაღაც უტოპია მგონია მოგება, კორეას ნუ ვედრებით,  ძალზე დისციპლინირებული და მუშა ნაკრები ყავს. ვისურვებდი სახე შევინარჩუნოთ, და ისე უსახუროდ არ  გამოვჩნდეთ როგორც ჩეხებთან. საბას რომ გაეტანა ნაწილობრივ გადაიფარებოდა უსუსურობა, მაგრამ მაინც კარგია რომ არ წავაგეთ, რაც წლების წინ უეჭველად მოხდებოდა, თანაც შერცხვენით....

23 ივნისი 2024 21:02
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი