გერმანული სიმკაცრით - მათეუსმა საქართველოს ესპანეთთან შანსიც არ დაუტოვა » სპორტის ხაზი

გერმანული სიმკაცრით - მათეუსმა საქართველოს ესპანეთთან შანსიც არ დაუტოვა

გერმანული სიმკაცრით - მათეუსმა საქართველოს ესპანეთთან შანსიც არ დაუტოვა
27-06-2024, 21:04
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულებულია და საპლეიოფო სტადია სულ რამდენიმე დღეში დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე 1/8-ფინალურ შეხვედრაში ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთი იქნება, რომელთანაც არც ისე დიდი ხნის წინ 1:7 გვაქვს წაგებული.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით თავისი პროგნოზი გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ და 1990 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, ლოთარ მათეუსმა გააკეთა, რომელმაც საქართველო შეაქო, თუმცა გამარჯვების შანსი არ დაგვიტოვა:

საქართველოს არცერთი შეხვედრა არ გამომიტოვებია. მათ გუნდში გამოსარჩევები გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ერთს საოცარი თავდაჯერება აქვს, რომლის თანაგუნდელებისთვის გადაცემაც შეუძლია, მეორეს კი მშვენიერი ტექნიკური არსენალი გააჩნია. ვფიქრობ, ნაკრებში სანიოლის ხელწერა ჩანს, რომელსაც კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ესპანეთი პორტუგალიის შემთხვევას მაგალითად აიღებს და საქართველოს 3:0-ს დაამარცხებს. მათ ინდივიდუალურად და გუნდურად ბევრად დიდი ხარისხი და შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე საქართველოს. ამიტომ, 1/4-ფინალში სწორედ ესპანეთი გავა.

- თქვა ლოთარ მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი