კვარაცხელიას ახალი თანაგუნდელი ეყოლება? - "ნაპოლიში" ოსიმენის შემცვლელი იპოვეს » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას ახალი თანაგუნდელი ეყოლება? - "ნაპოლიში" ოსიმენის შემცვლელი იპოვეს

კვარაცხელიას ახალი თანაგუნდელი ეყოლება? - "ნაპოლიში" ოსიმენის შემცვლელი იპოვეს
25-05-2024, 23:04
Aa Aa
გაზიარება:

რომას ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, შესაძლოა, ნაპოლიში ვიქტორ ოსიმენი შეცვალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მომავალი სეზონიდან ნეაპოლურ კლუბს სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგება, – წერს სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ერთი დღით ადრე იტალიურ პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ 54 წლის კონტე თანახმაა ხელფასის შემცირებაზე იმის სანაცვლოდ, რომ პარტენოპიეში სამუშაო მიიღოს.

წყაროს ცნობით, დიდია იმის ალბათობა, რომ ლუკაკუ იმ კლუბში მივიდეს, სადაც პოტენციურად კონტე იქნება მთავარი მწვრთნელი, რადგან ბელგიელსა და იტალიელს თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ჯერ კიდევ ინტერში თანამშრომლობის პერიოდიდან. გარდა ამისა, ჩელსი არ აპირებს 31 წლის ფეხბურთელზე აქცენტის გაკეთებას.

ლუკაკუს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ფორვარდმა რომას რიგებში 47 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი