ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგია და აზერბაიჯანი ერთ ჯგუფში მოხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დღევანდელ დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ აქვს, ბელგიელები მეტოქეს არ ინდობენ.
რომელუ ლუკაკუმ პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა და ტაიმის ანგარიში 4:0 დააფიქსირა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანი ათი კაცით დარჩა მოედანზე და ამით მეტწილად ისარგებლა ბელგიამ.
ლუკაკუს ამ თამაშამდე საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 გოლი ჰქონდა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად პირველ ადგილს იყოფდა, ახლა კი ოთხი გოლი მიამატა და მეორე ტაიმი კიდევ წინ არის.