ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურია რომელუ ლუკაკუს საკითხი, რომელიც ოფიციალურად ჩელსის ეკუთვნის, თუმცა ინტერს მისი გამოსყიდვა ამ დრომდე სურდა.
აღსანიშნავია, რომ საქმეში მესამე გუნდიც ფიგურირებს და ეს ტურინის იუვენტუსია, რომელსაც ვლაჰოვიჩის ჩამნაცვლებლის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.
როგორც Corriere dello Sport-მა დაწერა, 30 წლის ბელგიელმა სტრაიკერმა ტურინელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახალ კონტრაქტს 3 წლის ვადით უნდა ველოდოთ.
გასულ სეზონში რომელუ ლუკაკუმ ინტერის მაისურით შიდა ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.