ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "აიაქსის" მომდევნო მწვრთნელი ამსტერდამში ჩავიდა.
წყაროს ცნობით, ფრანჩესკო ფარიოლიმ ამსტერდამულ გრანდთან ყველანაირი დეტალი შეათანხმა და კონტრქტზე ხელის მოწერაღა დარჩა.
იტალიელი მწვრთნელი ამჟამად "ნიცას" თავკაცია და საფრანგეთში მუშაობს, სადაც 38 მატჩი ჩაატარა, 18 მოიგო, 10 ფრედ ითამაშა და ამდენჯერვე დამარცხდა.
მისმა გაწვრთნილმა "ნიცამ" მიმდინარე სეზონში გაიტანა 52 და გაუშვა 37 გოლი, საფრანგეთის ლიგა 1 კი მე-5 ადგილზე დაასრულა, რითიც ევროპა ლიგაზე საგზური გაინაღდა.
ახლა კი ყველაფერი მზადაა, რომ მომდევნო სეზონში იგი "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.