ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მადრიდის "რეალისა" და ლუკას ვასკესის მომავალი დღეს ცნობილი გახდა.
მხარეები ბოლო პერიოდში ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, დარჩებოდა თუ არა ესპანელი გუნდში, საბოლოოდ კი დადებით შედეგამდე მივიდნენ.
ამ მომენტისათვის ლუკასის აგენტი კლუბის ადმინისტრაციასთან კონტრაქტის დეტალებსა და ხელფასის თემას დააზუსტებს და შემდეგ უკვე ოფიციალურ განცხადებასაც გამოაქვეყნებენ.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ესპანელის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა "რეალის" მაისურით ჩატარებულ 35 მატჩში.