ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კლუბის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები გამართა და საბოლოოდ მას აზრი შეაცვლევინეს.
შესაბამისად, იგი, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც ესპანურ გრანდს გაწვრთნის.
ეს ფაქტი ხვიჩა კვარაცხელიას "ბარსელონაში" ტრანსფერის ალბათობას ძალიან ზრდის, რადგან მას ძალიან მოსწონს ქართველი ფეხბურთელი.
თავის მხრივ, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩას აღარ სურს ნეაპოლურ გუნდში დარჩენა და მას კატალონიური მომავალი უფრო ხიბლავს.