მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ტოტენჰემთანაც და ჰარი კეინთანაც ინგლისელი ფორვარდის ტრანსფერზე ყველა დეტალი უკვე შეათანხმა.
მიუხედავად ამისა, კეინი რამდენიმე საათია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და ჯერ კიდევ არ გამოფრენილა მიუნხენში - ამის მიზეზი ტოტენჰემის საბოლოო ნებართვა და მწვანე შუქი იყო, რომელიც, ინგლისურმა კლუბმა რამოდენიმე წუთის წინ გასცა.
ასე და ამგვარად, ჰარი კეინს მიუნხენში დღეისთვის ელოდებიან და სავარაუდოდ დღესვე გაივლის სამედიცინო შემოწმებას.