საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი პსჟ-სთან 2:1 დამარცხდა, შეხვედრის 64-ე წუთზე კი ქართველმა ლამაზი ჯარიმით დონარუმას კარის აღება მოახერხა.
"არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა ვარტყამდი დონარუმამ კუთხე ღია დატოვა და მარჯვნივ გადაიწია - ალბათ ის გააკეთა, რაზეც ფიქრობდა და საბოლოოდ თავისუფალ კუთხეში დარტყმა ვარჩიე.
გოლი კი კარგია, მაგრამ ცხადია უფრო მეტი მინდოდა, რადგან ამ მატჩში რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა", - განაცხადა დავითაშვილმა.