საქართველოს ხელბურთის ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ საკლუბო კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„გერმანიაში 13 იანვარს მივემგზავრები, „გუმერსბახი“ მზადებას 14 იანვრიდან იწყებს. იანვარში ოფიციალური თამაშები არ გვაქვს, ძირითადად მოსამზადებელი ეტაპი და ამხანაგური მატჩები გვექნება, თებერვლიდან კი ბუნდესლიგისა და ევროპის ლიგის თამაშები დაიწყება. ძალიან ხანგრძლივი და დაძაბული ტურნირია, სატურნირო ცხრილში საკმაოდ სიმჭიდროვეა. გვინდა, რომ სეზონი საუკეთესო სამეულში დავასრულოთ, არაფერი არ არის დაკარგული. ევროპის ლიგაზეც ვთამაშობთ და ამ ტურნირის მოგებაც გვინდა.
„გუმერსბახთან“ ამ სეზონის გარდა კიდევ ორწლინი კონტრაქტი მაქვს, ამ გუნდში ვარ და ყველაფერის გავაკეთებ, რომ წარმატებას მიაღწიოს.
ტიტულების მოგება მინდა – ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის, მაგრამ ყველაფერს თავისი ეტაპები და დროს აქვს, ნელ-ნელა მივყვები. ჩემს შესახებ ვიტყვი, რომ მინდა, დაცვაში თამაში გავაუმჯობესო, ამასთან, მეტი გოლებიც გავიტანო და გუნდისთვის უფრო სასარგებლო მოთამაშე გავხდე“.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია