ფაბრიციო რომანოს ცნობით, დღეს "პარი სენ-ჟერმენისა" და "ნაპოლის" შორის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართა.
ფრანგულ გრანდს უკვე მიღწეული აქვს შეთანხმება ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტზე, რაც გასულ კვირასაც დაიწერა. ამასთან, მხარეები სატრანსფერო თანხის საკითხზეც სწრაფად უახლოვდებიან შეთანხმებას.
დღევანდელი შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა და კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება უკვე ახლოსაა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ქართველი ვარსკვლავის ხელფასი "ნაპოლიში" არსებულზე 4-დან 5-ჯერ გაიზრდება.