სუპერ ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის - ხვიჩას ახალი კონტრაქტის დეტალები გავრცელდა » სპორტის ხაზი

სუპერ ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის - ხვიჩას ახალი კონტრაქტის დეტალები გავრცელდა

სუპერ ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის - ხვიჩას ახალი კონტრაქტის დეტალები გავრცელდა
5-12-2022, 13:19
Aa Aa
გაზიარება:

'ნაპოლის' რიგებში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს უცხოურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 21 წლის შემტევის ასეთი პროდუქტიული პირველი ნახევრის შემდეგ ხვიჩას გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდი არის დაინტერესებული.

ინტერესის ფონზე კი პარტენოპეი მოცდას არ აპირებს და გუნდს რაც შეიძლება მალე სურს ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გახანგრძლივება. როგორც იტალიური მედია ციტირებს კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი ახალი კონტრაქტის საკითხებზე მუშაობს და როგორც ამტკიცებენ მან ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

'ნაპოლის' წარმომადგენლები მზად არიან ქართველს 1.5 მილიონი ევროდან 3 მილიონ ევრომდე გაუზარდონ ხელფასი. ადრე ვრცელდოდა ინფორმაცია, რომ თანხა 2.5 მილიონ ევროზე ავიდოდა, თუმცა ესეც იზრდება.

მოგეხსენებათ კვარაცხელია გუნდს უკვე შეუერთდა და მოახლოებული ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი