ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 'ნაპოლის' რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა ბევრი ევროპული გრანდის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამიტომ პარტენოპეი მოცდას არ აპირებს და 21 წლის ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე აქტიურად მუშაობს.
იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Tuttomercato-სთან ინტერვიუში სწორედ ამ საკითხზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიური კლუბი ქართველ შემტევთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
"1 ივლისის შემდეგ კვარაცხელიასთან კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება. ხელფასი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს, მაგრამ ასევე მზად არის მნიშვნელოვანი ბონუსები, რომელიც კლუბმა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს უნდა მისცეს."