კვერნაძე ფროზინონეს ფეხბურთელია - პირველი ოფიციალური კომენტარი გიორგიზე » სპორტის ხაზი

კვერნაძე ფროზინონეს ფეხბურთელია - პირველი ოფიციალური კომენტარი გიორგიზე

კვერნაძე ფროზინონეს ფეხბურთელია - პირველი ოფიციალური კომენტარი გიორგიზე
2-07-2023, 12:57
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა გიორგი კვერნაძისა და იტალიური კლუბების ურთიერთკავშირის შესახებ. თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში უნდა გადასულიყო, შემდეგ კი ის ფროზინონეს დაუკავშირეს, რომელმაც საბოლოოდ კვერნაძე იჯარის წესით თავისთან წაიყვანა.

ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი ფროზინონეს ტექნიკურმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოციმ გააკეთა, რომელსაც სტუმრად Sky Sports-ის ჟურნალისტი ეწვია:

"გიორგი კვერნაძე ჩვენთან კვირას ჩამოფრინდება, მომდევნო დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ფროზინონესთან კონტრაქტზე ხელს მოაწერს, რის შემდეგაც ჩვენი ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. გიორგი საკმაოდ საინტერესო მოთამაშეა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს იმედებს გაამართლებს."

"მსგავსება ხვიჩა კვარაცხელიასთან? - ერთადერთი მსგავსება საერთო სპორტული აგენტია (იცინის). ჩვენ გიორგის წარმომადგენლებთან უკვე შეთანხმებულები ვართ და მასზე იმედებს ვამყარებთ."
- თქვა გვიდო ანჯელოციმ

სხვათაშორის, აქამდე ისიც იწერებოდა, რომ გიორგი კვერნაძეს რომელიმე დაბალი რანგის იტალიური კლუბი ტრამპლინად უნდა გამოეყენებინა. ბევრი ცნობილი გამოცემა ვარაუდობდა, რომ კვერნაძის საბოლოო დანიშნულება ნაპოლი უნდა იყოს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი