"თუ სერია A-ში გადავლენ, მაშინ კვერნაძეს დაიმატებენ" | რომელ კლუბზე წერს Tuttomercatoweb? » სპორტის ხაზი

"თუ სერია A-ში გადავლენ, მაშინ კვერნაძეს დაიმატებენ" | რომელ კლუბზე წერს Tuttomercatoweb?

"თუ სერია A-ში გადავლენ, მაშინ კვერნაძეს დაიმატებენ" | რომელ კლუბზე წერს Tuttomercatoweb?
6-04-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა სპორტულმა ვებგვერდმა, კერძოდ Tuttomercatoweb-მა ფროზინონეს გიორგი კვერნაძისადმი ინტერესის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ სერია B-ს გუნდი ქართველ ფეხბურთელს იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ ისინი მომავალი სეზონიდან იტალიის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებენ:

"ფროზინონე სერია B-ს 2022/2023 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენაა და ისინი პირველი დივიზიონისკენ სწრაფი ტემპებით მიიწევენ. სწორედ ამიტომ, ამავე კლუბის მესვეურები შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობენ. ფროზინონეს დირექტორი (გვიდო ანჯელოცი) რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს, ყველაზე რეალური კი დინამო ბათუმის ნახევარმცველის, გიორგი კვერნაძის ვარიანტია."

"გიორგი კვერნაძე სწორედ იმ კლუბში თამაშობს, რომელშიც ნაპოლიში გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა. იმ შემთხვევაში თუ ფროზინონე სერია A-ში კვალიფიცირდება, კვერნაძის ამავე გუნდში ტრანსფერი შედგება."
- წერს ვებგვერდი

ცნობისთვის, ფროზინონე სერია B-ს პირველ პოზიციას 63 ქულით იკავებს, ტურნირის დასრულებამდე კი 7 ტურია დარჩენილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი