UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ამერიკაში ქართველ გულშემატკივრებთან შეხვედრას გეგმავს, ამის შესახებ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"გამარჯობა მეგობრებო - კვირას 22 სექტემბერს მე ვიქნები ნიუ-იორკში და მინდა პირადად მადლობა გადაგიხადოთ ჩემს ყველა მეგობარს და გულშემატკივარს თქვენი მუდმივი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის!
შეხვედრის ადგილი : Bensonhurst Park Tennis Court-ის პარკინგ ლოტზე.
ბრუკლინში ამ კვირას, 22 სექტემბერს, შუა დღის 2 საათზე. მოუთმენლად ველოდები ყველას ნახვას", -წერს მერაბი სოციალურ ქსელში.