ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ვინცენტ კომპანის "ბაიერნამდე" ერთი ნაბიჯიღა აშორებს.
სპეციალისტს სურს, ბავარიელებს შეუერთდეს და ამაზე არც "რეკორდმაისტერები" არიან წინააღმდეგი. მათ სჯერათ, რომ ვინსენტი დიდებული პოტენიალის მქონდე მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
მის ხედვებსა და იდეებს გერმანიაში ენდობიან, რაც მათ საწყისი კავშრებიდანაც ჩანს. მხარეებს შორის პირველი მოლაპარაკებები კარგად წარიმართა და ყველაფერი მალევე მოგვარდება.
ერთადერთი, რაც მოსაგვარებელი დარჩა, თანხებია. მას შემდეგ, რაც მხარეები მის ანაზღაურებაზე შეთანხმებიან, კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებენ.