რას ვთხოვდით ქეცბაიას? - როგორი იყო ნაკრების შემადგენლობა 10 წლის წინ » სპორტის ხაზი

რას ვთხოვდით ქეცბაიას? - როგორი იყო ნაკრების შემადგენლობა 10 წლის წინ

რას ვთხოვდით ქეცბაიას? - როგორი იყო ნაკრების შემადგენლობა 10 წლის წინ
გუშინ, 22:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია წლების წინ არაერთ გადაცემაში ყოფილა სტუმრად მიწვეული, მისი ჩართვები კი ყოველთის რეიტინგული და რეზონანსული გამოდიოდა ხოლმე.

ქეცბაია ხშირად ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ ნაკრებს წარმატების მისაღწევად დიდი რესურსი არ ჰქონდა და უნდა ითქვას, რომ თემური მართალი იყო.

ახლა ფეხბურთელები ვალენსიაში, ნაპოლიში, ლიონში, სენტ ეტიენში და სხვა დიდ კლუბებში გვყავს, მაგრამ ქეცბაიას პერიოდში ერთ-ერთი რიგითი მატჩის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

მეკარე - გიორგი ლორია (დინამო თბილისი)

მცველები - ზვიად ლობჟანიძე (ბოლნისი), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო ქუთაისი), გურამ კაშია (ვიტესი), აკაკი ხუბუტია (სარანსკი)

ნახევარმცველები - დავით კვირკველია (გორის დილა), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო), ირაკლი ძარია (დინამო თბილისი)

შემტევები - შოთა გრიგალაშვილი (ხაბაროვსკი), ნიკოლოზ გელაშვილი (ყარაბახი), ელგუჯა გრიგალაშვილი (ტორპედო ქუთაისი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი