ვინ ელოდა ასეთ პროგრესს - როგორი იყო ნაკრების შემადგენლობა 10 წლის წინ » სპორტის ხაზი

ვინ ელოდა ასეთ პროგრესს - როგორი იყო ნაკრების შემადგენლობა 10 წლის წინ

ვინ ელოდა ასეთ პროგრესს - როგორი იყო ნაკრების შემადგენლობა 10 წლის წინ
6-07-2024, 22:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბოლო წლებში ოქროს ხანა უდგას. მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგაზე მიღებული ევროზე გასვლის პირველი შანსი ჩრდ.მაკედონიასთან გავანიავეთ, საბოლოო ჯამში ევროპის პირველობაზე მაინც მოვხვდით, იქედან კი უსახელოდ ნამდვილად არ წამოვსულვართ.

ეროვნულ გუნდში ბევრი ნიჭიერი და ვარსკვლავური სახე გამოჩნდა, რომლებიც საქართველოს საერო საქმეს საკლუბო დონეზეც აკეთებენ და ქვეყანას სახელს დიდ მასშტაბებზე უზრდიან.

მოდით, გადავხედოთ 2014 წლის საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნიდა:

მეკარეები

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე.

მცველები

აკაკი ხუბუტია, უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, გია გრიგალავა, გურამ კაშია, დავით კვირკველია, ლევან კაკუბავა, ლაშა სალუქვაძე.

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, მურთაზ დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე, ირაკლი ძარია, გიორგი პაპავა, გიორგი პაპუნაშვილი, ნიკა ძალამიძე, ლევან ხმალაძე, დავით თარგამაძე.

თავდამსხმელები

ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ჭანტურია, ლევან მჭედლიძე, ავთო ებრალიძე, ოთარ მარცვალაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ბაჩანა ცხადაძე.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 2014 წელსაც გვყავდა რამდენიმე უნიჭიერესი ფეხბურთელი. მაგალითად, ასეთები ჯანო ანანიძე და გიორგი ჭანტურია იყვნენ, თუმცა დიდი ფეხბურთის თამაში ვერც ერთმა შეძლო და ვერც მეორემ, საამისო მიზეზად კი ძირითად შემთხვევაში ტრავმები სახელდებოდა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი