იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ დაიცვა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი უკეთესს კონტრაქტს იმსახურებს.
"ამ მომენტისთვის, კვარაცხელია სერია A-ს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა.
თუ ხვიჩას გუნდში დემეზე დაბალი ხელფასი ექნება, დიდ უსამართლობას ჩადიხარ და აშკარაა, რომ ეს ბიჭი მოედანზე ამ ფიქრებით მოძრაობს და იმ მაგიას კარგავს, რომელსაც მხოლოდ ანტონიო კონტეს დამსახურებით ნელ-ნელა იბრუნებს", - განაცხადა ადანიმ.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა ნაპოლი და ხვიჩა განახლებულ კონტრაქტზე მუშაობენ, თუმცა მხარეები ფინანსურ მხარეზე ვერ თანხმდებიან.