საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის დინამოს მცველით, საბა საზონოვით ზაგრების დინამო დაინტერესდა. ინფორმაციას გამოცემა Legalbet-ი ავრცელებს, რომლის ცნობით ხორვატიული კლუბი მზადაა, 21 წლის ქართველი მცველის თაობაზე კონკრეტული მოლაპარაკება დაიწყოს.
დინამო ახალგაზრდა მცველს თვალს ადევნებს. ზაგრების კლუბი უფრო აქტიურადაც ჩაერთვება მოლაპარაკებაში. მიზეზი ცენტრალური მცველის, იოსიპ სუტალოს შესაძლო ტრანსფერია აიაქსში.
Legalbet-ის ცნობით, საზონოვის პოტენციური ტრანსფერი ზაგრების დინამოში 2,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ფეხბურთელი 2021 წლიდან მოსკოვის დინამოში თამაშობს და მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველისადმი ინტერესი განსაკუთრებით ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდამან ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, ორმა გამოცემამ ევრო 2023-ის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ხოლო Transfermarkt-მა ფეხბურთელის ფასი სამ მილიონ ევრომდე გაზარდა.