"პირველ ტაიმში სისწრაფე და მონდომება გვაკლდა, მეორეში კი.." - სტივ კინი » სპორტის ხაზი

"პირველ ტაიმში სისწრაფე და მონდომება გვაკლდა, მეორეში კი.." - სტივ კინი

"პირველ ტაიმში სისწრაფე და მონდომება გვაკლდა, მეორეში კი.." - სტივ კინი
28-07-2023, 11:39
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის რიგით მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედომ ყაზახურ აქტობეს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა.

აი, რაზე ისაუბრა მატჩის დასრულების შემდეგ ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა:

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში შანსები შევქმენით, გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ საკუთარ კარში მიღებულმა ბურთმა ყველაფერი გაგვირთულა. მგონია, პირველ ნახევარში მონდომება სისწრაფე და ტემპი გვაკლდა, მეორე ტაიმში, კი პატარა შეცდომებმა დაგვღუპეს. მეორე ნახევრის პირველი 20 წუთი გოლის გატანას მხოლოდ ჩვენ ვცდილობდით, შანსები უნდა გამოგვეყენებინა."

"ამ სხვაობის აღმოფხვრა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამას თავიდანვე უნდა ვეცადოთ. საწყის წუთებში პირველი გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება, ამიტომ ძალიან დიდი ძალებით უნდა შევუტიოთ და ვნახოთ, რა მოხდება. ბუნებრივია, უკან სივრცეები დაგვრჩება, რითიც მეტოქე შანსს მიიღებს, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს."

"შესაძლოა, შეცვლა 0:1-ზეც გაგვეკეთებინა, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულებას დაველოდეთ. მეორე ნახევარში გიორგი არაბიძე 10-იანის პოზიციაზე გადავწიეთ და ის ფეხბურთელები გამოვიყვანეთ, რომლებსაც შეტევის გაძლიერება შეეძლოთ. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა, მაგრამ შეცდომების გამო, მეორე ტაიმში არსებული უპირატესობის გამოყენება ვერ შევძელით."

"ასეთი მარცხის შემდეგ არ არის ადვილი, მეორე მატჩში გახვიდე და მაგრად ითამაშო. თუმცა, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს - თავიდანვე წინ უნდა წავიდეთ და გოლის გატანა ვცადოთ. ჩვენი მიზანია ჩავიდეთ ყაზახეთში ვითამაშოთ იმაზე კარგი ფეხბურთი, ვიდრე ეს დღევანდელი შეხვედრის პირველ ტაიმში გავაკეთეთ. თუ გოლის გატანას საწყის წუთებში მოვახერხებთ, შანსები კიდევ გვექნება და შეცდომების გამორიცხვის შემთხვევაში, დუელში დავბრუნდებით."
, - თქვა სტივ კინმა

ცნობისთვის, აქტობესა და ტორპედოს განმეორებითი შეხვედრა 3 აგვისტოს 20:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი