როგორც გუშინ დავწერეთ, მოსალოდნელი იყო, რომ ქუთაისის ტორპედოში ბლექბერნის ყოფილი მწვრთნელი, სტივ კინი დანიშნულიყო, რაც დღესვე დადასტურდა:
"ქუთაისის ტორპედო ახალ მთავარ მწვრთნელს დღეს, 19 მაისს, 17:00 საათზე თბილისში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში წარადგენს."
"55 წლის სტივ კინი მუშაობას პრესკონფერენციის დასრულებისთანავე შეუდგება და 20 მაისს, გუნდი თელავში მისი ხელმძღვანელობით ითამაშებს." - დაწერა Geo Team-მა
შეგახსენებთ, რომ ქუთაისურ კლუბში ბოლოს კახა ჩხეტიანი მუშაობდა, რომელიც სამტრედიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ტორპედოდან წავიდა.