მოულოდნელი სიახლე - ქუთაისის ტორპედოში ბლექბერნის ყოფილი მწვრთნელი იმუშავებს? » სპორტის ხაზი

მოულოდნელი სიახლე - ქუთაისის ტორპედოში ბლექბერნის ყოფილი მწვრთნელი იმუშავებს?

მოულოდნელი სიახლე - ქუთაისის ტორპედოში ბლექბერნის ყოფილი მწვრთნელი იმუშავებს?
18-05-2023, 15:24
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის ტორპედოში ინგლისური ბლექბერნის ყოფილი მწვრთნელი, სტივ კინი იმუშავებს.

როგორც იწერება, სტივ კინი საქართველოში დღეს, 18 მაისს უნდა ჩამოვიდეს, მისი ხელშეკრულების გაფორმება კი ოფიციალურად 19 მაისისთვის იგეგმება.

ცნობისთვის, კინი თავისი კარიერის განმავლობაში უმეტესად მთავარი მწვრთნელის დამხმარედ მუშაობდა, ხოლო მთავარ მწვრთნელად კი ბლექბერნში 2010 წლის დეკემბერში დაინიშნა, საიდანაც ის არასასურველი შედეგების დაფიქსირების გამო გაუშვეს.

55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი ბოლოს ბრუნეის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, რომელმაც ამავე ნაკრების ხელმძღვანელობით აბსოლუტურად ყველა (4) მატჩი წააგო.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედოს ბოლოს კახა ჩხეტიანი წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა სამტრედიასთან 1:0-ის მოგების შემდეგ დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი