დღეს, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 3 ქართული კლუბი დაიწყებს, აქედან ერთ-ერთი კი სტივ კინის ქუთაისის ტორპედო გახლავთ, რომელიც 21:00 საათზე საკუთარ კედლებში ბოსნიურ სარაევოს უმასპინძლებს.
აი, რა თქვეს ტორპედოსა და სარაევოს დამრიგებლებმა დღევანდელი საკმაოდ საინტერესო დაპირისპირების წინ:
სტივ კინი - ტორპედო
"წლების შემდეგ პირველად გვეძლევა შანსი ვიასპარეზოთ ევროტურნირებზე, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და აუცილებელია გულშემატკივრის მხარდაჭერა."
მირზა ვარესანოვიჩი - სარაევო
"მეტოქის თამაშებს ვუყურეთ და შევისწავლეთ მათი როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები. ჩვენი უმთავრესი აქცენტი იმ შეხვედრებზე გაკეთდა, სადაც მათ ახალი მწვრთნელი, სტივ კინი ხელმძღვანელობდა. ამ შეხვედრამდე 4 სატესტო მატჩი გავმართეთ და ოთხივე მოვიგეთ, რაც ადასტურებს იმას, რომ კარგ ფორმაში ვართ. იმედი მაქვს, რომ ტორპედოს დამარცხებას შევძლებთ და ამ ტურნირზე მაქსიმალურად დიდი ხნით შემოვრჩებით."
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ტორპედოსა და სარაევოს დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.