სამწუხაროდ, მიღებული დაზიანების გამო საბა გოგლიჩიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება.
როგორც ქართულ მედიაში დაიწერა, საბას შემოწმება საქართველოში უნდა გაევლო და აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მცველი მზადყოფნაში ვერ იქნება.
შესაბამისად, ვილი სანიოლს მისი ჩანაცვლება დასჭირდა, ფრანგმა მწვრთნელმა კი ეროვნულ გუნდში ალექსანდრე კალანდაძეს უხმო.