პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტის, ნასერ ალ ხელაიფის განცხადებით ლუის ენრიკემ გუნდში 27 წელს გადაცილებული ფეხბურთელების ტრანსფერი აკრძალა.
აღნიშნულს ეთანხმება ხელაიფიც, რომელსაც ლუის ენრიკესადმი დიდი ნდობა აქვს და მის რჩევებს თვალდახუჭული ითვალისწინებს.
ის საუკეთესო მწვრთნელია ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების მხრივ. მას უყვარს ახალგაზრდობა. მაგალითად, ჩვენთან შეუძლებელია 27 ან 28 წლის ფეხბურთელის შეძენა, აკრძალულია, მას ეს კატეგორიულად არ სურს. მას მოსწონს 21-22 წლის ფეხბურთელები.
- ამბობს ხელაიფი ენრიკეზე.
ამდენად, ზაფხულში პარიზელებისგან 30 წელს გადაცილებული გამოცდილი ფეხბურთელების დამატებას არ უნდა ველოდოთ, რასაც კლუბი ბოლო წლებში აქტიურად აკეთებდა.