პარი სენ-ჟერმენის თავს დიდი ამბებია. როგორც RMC Sport-მა დაწერა, არსებობს შანსი, რომ კატარელებმა კლუბს დაფინანსება საერთოდ შეუწყვიტონ.
საქმე ამავე კლუბის პრეზიდენტ, ნასერ ალ ხელაიფის და მის ფარულ საქმიანობას ეხება. იწერება, რომ ხელაიფის ბრალი თებერვლის დასაწყისში საკომპანიო დონეზე ხმების მოსყიდვასა და მისი თავისუფლად მიცემის ჩაშლაში წარუდგინეს.
აღნიშნულმა კატარში დიდი გამოხმაურება მიიღო და ხელაიფის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად გაუარესდა, რამაც სპონსორობის შეწყვეტის რეალური საფრთხე გააჩინა.
ცნობისთვის, პარიზული გრანდი კატარიდან უკვე 14 წელია ფინანსდება, მათი დაკარგვა კი კლუბში დიდ რყევებს გამოიწვევს.