"სულელების ბანდა, უბურთო ვირები" - პოლონელი ფანების კომენტარები საქართველოსთან მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

"სულელების ბანდა, უბურთო ვირები" - პოლონელი ფანების კომენტარები საქართველოსთან მარცხის შემდეგ

"სულელების ბანდა, უბურთო ვირები" - პოლონელი ფანების კომენტარები საქართველოსთან მარცხის შემდეგ
გუშინ, 18:39
Aa Aa
გაზიარება:

პოლონელი ხალხი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან გუშინდელმა მარცხმა ძალიან გააღიზიანა, რაც მათ მიერ დაწერილ კომენტარებში იკითხება.

მატჩის შემდეგ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე წაგების შესახებ საინფორმაციო პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ახალგაზრდა პოლონელმა ფეხბურთელებმა კრიტიკის ქარცეცხლი მიიღეს.

"თქვენი განცხადებებით ისე იცავთ ამ სულელების ბანდას, თითქოს ბავშვები იყვნენ. ეს უბურთო ვირები, პოლონურ ფეხბურთში დიდი რეგრესია!"

"საქმე ისე მიდის, რომ ცხოვრებაში პოლონეთის ვერცერთი ნაკრებით ვერ ვიამაყებ"

"დიდებმა ჯერ სუსტ ფინეთთან წააგეს, ახლა ამათ სუსტ საქართველოსთან, თქვენ პოლონურ ფეხბურთს ანადგურებთ"

"ფინეთთანაც ნაგავი ფეხბურთი აჩვენეთ და დღესაც, სამარცხვინო იყო"

"პოლონურ ფეხბურთში ერთი დიდი ბრბოა თავმოყრილი, მათ თავზე კი მოყვარული პრეზიდენტია მოქცეული!"

"ახალგაზრდები კი არა, ბებიებივით და ბაბუებივით დარბოდნენ, ვინმემ წამლები უყიდეთ"

"რა ხდება ხალხო, 40-მილიონიანი ქვეყანა ვართ და საქართველომ გვაჯობა.."

"ნეტავ ოდესმე თუ ვნახავთ რეალურ ცვლილებებს ამ ბორდელში, ფეხბურთის თამაში სან მარინომაც კი ისწავლა!", - წერენ პოლონელი გულშემატკივრები.

ცნობისთვის, ახლა პოლონურ ფეხბურთში დიდი კრიზისია და ქომაგებიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების მიმართ ძალიან აგრესიულად არიან განწყობილნი. სხვათა შორის, სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძირითადი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა მიხალ პრობიერცმა, რომელსაც რობერტ ლევანდოვსკისთან დაპირისპირება მოუვიდა და სწორედ მის გამო თქვა ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი ბარსელონას თავდამსხმელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი