"ტალახაძის ძალა მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ" | უცხოელი გულშემატკივრები » სპორტის ხაზი

"ტალახაძის ძალა მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ" | უცხოელი გულშემატკივრები

"ტალახაძის ძალა მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ" | უცხოელი გულშემატკივრები
25-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ძალოსანის, ლაშა ტალახაძის მიღწეულ წარმატებებს სოციალურ ქსელში უცხოელი გულშემატკივრები პერმანენტულად ეხმაურებიან. აღსანიშნავია, რომ ისინი აღტაცებას ვერ მალავენ, რაც მათ კომენტარებშიც იკითხება. გავიხსენოთ გამორჩეული კომენტარები:

Romano Olímpico: "ქართველი ლაშა მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და საერთო ჯამში, 488 კგ ასწია. ახალი მსოფლიო რეკორდი +109 კგ წონით კატეგორიაში. მან 47 კილოგრამით მეტი ასწია, ვიდრე ირანელმა ალი დავუდიმ."

Ibz: "ამ ბიჭმა 215 კილოგრამი ისე ასწია, როგორც მე ცარიელ ღერძს ვწევ, ეს ნამდვილი სიგიჟეა!"

Sam Smith: "ლაშა ნამდვილი მანქანაა. მისი პირველი აწევა ოლიმპიური რეკორდი იყო, ბოლო კი მსოფლიო."

Arad Asvandi: " ცხოველია, თვალებს ვერ ვუჯერებ. მსოფლიო რეკორდი ატაცში - 223კგ!"

Fakta Bola: "ქართველმა ლაშა მ 223 კგ აწია. ნეტავ რას მიირთმევს ეს ადამიანი?"

Hobart Vaai: "ლაშა პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცია."

Michael Duncan: "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი, უდავოდ ლაშა ა! თუ არ იცით ვინ არის - Youtube-ში მოძებნეთ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი